
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის სამძიმარს, გარდაცვლილი მომღერლის ბუბა კიკაბიძის მიმართ, გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი სიტყვები კამათის საბაბი გახდა.
„ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძის სამძიმარში ქართველები დიად ერად მოგვიხსენია. ესეც კამათის საბაბი გახდა, რაღა გვაქვს დიადისო.
რა თქმა უნდა, პარალელურად რომ გაიგებ, რომ ქართველების ნაწილს გმირობა ის ჰგონია, ბერძენიშვილის ლექციას რომ ჩაშლის და გამარჯვების ყიჟინა აქვს ატეხილი, იიი, არ ვალაპარაკეთ, რა მაგრად მოვიქეცით!
თუ ეროვნულ იდენტობას მათზე გაასწორებ, „შიდაგმირობების" - ერთმანეთის თელვის მაგალითებს თვისებად მიიწერ, კომპლიმენტის მიღება გაგიჭირდება, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც უამრავი ნამდვილი გმირი იბადება, მეცნიერებიც, არტისტებიც და უბრალოდ საუკეთესო მოქალაქეები, რომლებიც 24-საათიანი შრომის ფასად მოქმედს ხდიან ამ ფერდებმორყეულ, ხალხისგან სანახევროდ დაცარიელებულ ქვეყანას.
ჰოდა დიადია ქართველი ერი, ნამდვილად არის და მადლობა ამის დამნახავს“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: