Digest Logo

„სამი რამ მინდა ვუსურვო ამ ოქროს ბიჭს... არ დაიჯეროს, რომ უკვე ვარსკვლავია და თავში არ აუვარდეს“ - მანანა მანჯგალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

1662623927
მანანა მანჯგალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

გუშინ, 7 სექტემბერს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაშობდა, სადაც ეს უკანასკნელი 4-1 დაამარცხა. პირველ ტაიმში ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც ანგარიში 3-0 გახდა.

ქართველი საამაყო ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დაიწერა.

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სწორედ  „ლივერპული - ნაპოლის“  თამაშს ეხმაურება და წერს, რომ ხვიჩას წარმატება ბავშვებისთვის, ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, დიდი მოტივაციაა.

„გახსოვთ ალბათ, წლების წინ, სამეჯლისო ცეკვა მარტო მოყვარულებისთვის იყო, სატელევიზიო პროექტმა ის პოპულარული გახადა და ვნახეთ, რამდენი ბავშვი აცეკვდა, რამდენი ჯგუფი გაიხსნა.

მებაღეობა დამხმარე საქმიანობად ითვლებოდა და ვნახეთ, ზურა შევარდნაძის მაგალითზე, ეს რამხელა სიამოვნება, კრეატიულობა და როგორი პროფესიაა და დღეს როგორი პრესტიჟული გახდა კულინარია, სამზარეულობა.

გახსოვთ, სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ ცხვირს როგორ ვწევდით „უი მზარეული ყოფილა“და როგორი მენტალური ცვლილება მოხდა ჩვენში, როგორი მაღალანაზღაურებადი გახდა. ისევ და ისევ სატელევიზიო პროექტების და პროფესიონალების წყალობით, რამდენმა ადამიანმა შეიცვალა პროფესია და მოიხსნა კომპლექსი...

ახლა ამ ბიჭის მაგალითი რამხელა სტიმული უნდა გახდეს ბავშვთა ფეხბურთისთვის. ეგ სტატისტიკა მინდა ვნახო მალე. ცოცხალი მაგალითები სულ სხვა მოტივაციაა. სპორტულ სამყაროში ხომ ვარსკვლავი ამობრწყინდა და ამ საცოდავ ქვეყანაშიც, ამ პოლიტიკური მარაზმის ფონზე, სადაც მარტო პოლიტიკოსები და გაურკვეველი ხალხი გახდა „ცნობილი - ცნობადი და ვარსკვლავი“ (ესეც მედიის ბრალია, ვაღიარებ) სხვა ალტერნატივა გაუჩნდა.

სამი რამ მინდა ვუსურვო ამ ოქროს ბიჭს, ე.ი განვითარება და არ გაჩერდეს, არ დაიჯეროს რომ უკვე ვარსკვლავია, პოლიტიკას და პოლიტიკოსებს არ გაეკაროს და თავში არ აუვარდეს. მე გავედი.

P.S. ხომ ნახეთ მედიას რამდენი შეუძლია, როგორი იარაღია. კარგის ტირაჟირებას რა შედეგი მოაქვს და ტვინების გამორეცხვას რა“, - წერს მანანა მანჯგალაძე.

 

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘„ვინ იქნებოდა კვარაცხელია რუსეთში?“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

🔘„იტალიაში რაც ქართველმა ემიგრანტებმა იტანჯეს, ღმერთმა ბონუსად ყველას კვარაცხელია გადაუხადა!“ - პეტრე კოლხი

🔘ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა - გარი ლინეკერი