
ბოლო პერიოდში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფიგურა გახდა. მას შემდეგ რაც ის იტალიურ „ნაპოლში“ წავიდა, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები მხოლოდ მასზე საუბრობენ.
მისი ყველა თამაში სოციალურ ქსელში დიდ აჟიოტაჟს იწვევს. არც გუშინდელი დღე ყოფილა გამონაკლისი, სადაც ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „ლივერპულს“ სძლია.
ამ ფაქტს ეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ეს ფორმულირება მე არ მეკუთვნის, ფრენდმა დაწერა, მერე სხვა ფრენდებმა თავისებურად გადაწერეს, ხოდა მეც ჩემებურად გავიმეორებ, გამეორების ღირსად მივიჩნიე რადგან: ვინ იქნებოდა დემნა გვასალია რუსეთში? - მაქსიმუმ ზაიცევი (გაგიგიათ ბოვშებო? არა ხომ?) ვინ იქნებოდა კვარაცხელია რუსეთში? - ჩქიმ ო*ე. ხოდა, მეგობრებო, სრული სვლით, წინ ევროპისკენ.
მოვითხოვოთ პოლიტიკოსებისგან კანდიდატის სტატუსის მისაღებ 12 პუნქტზე მუშაობა, რომელმაც ჩვენი შვილების მომავალი უნდა განსაზღვროს“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔘„სამწუხაროდ, ქართველი გოგოების უმრავლესობა „ჭურიდან“ მოვდივართ“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე