ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ესე არს ცხოვრება საუკუნო, რათა გიცოდიან შენ, მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე - იესო ქრისტე“ინ(17:3)
— რა არის სამოთხე?! რა არის სასუფეველი?!
— სამოთხე, სასუფეველი არის იესო ქრისტე,
პიროვნული ურთიერთობა იგულისხმება მასთან.
— რა არის გზა?! რა არის ჭეშმარიტება?! რა არის სიცოცხლე?!
— პიროვნებაა ერთიც, მეორეც, მესამეც;
ასევე,
სამოთხეც, სასუფეველიც პიროვნებაა — იგი ცოცხალი ღმერთია“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოვიდა ჩემი საოპერაციოში შესვლის დრო“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ჩხაიძე