Digest Logo

„სამყარო ულამაზოა, უმოტივაციო, უინტერესო, უსიცოცხლოა ქალის გარეშე...“ - გია მურღულიას მილოცვა ქალებს

1741424096
გია მურღულია

დღეს, 8 მარტს, საქართველოში ქალთა დღე აღინიშნება. 

ქალებისთვის გამორჩეული და განსაკუთრებული დღესასწაული მანდილოსნებს სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ მიულოცა:

„ქალის დაბადებამდე სამყარო არ იყო აბსოლუტურად ჰარმონიული - ის სულ ბოლოს შექმნა ღმერთმა, რათა ამ ქვეყანას ერთდროულად ეხილა სიცოცხლისა და განახლების საწყისი, სიყვარულის ხილული განსახიერება და მშვენიერების რაციონალური თუ ემოციური გამოხატულება.

სამყარო ნაკლოვანია ქალის გარეშე.

სამყარო ულამაზოა ქალის გარეშე.

სამყარო უმოტივაციოა ქალის გარეშე.

სამყარო უინტერესოა ქალის გარეშე.

სამყარო უსიცოცხლოა ქალის გარეშე.

მისი ნებისმიერი გამოვლინება (დედა, მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, ბავშვი, მეგობარი) სიკეთეს უფრო ძლიერსა და თვალსაჩინოს ხდის.

ქალი პატივისცემას, მადლიერებასა და დიდ სიყვარულს იმსახურებს.

და ვინ იხილა ბედნიერება მის გარეშე? - ასეთი არც დრო არსებობს და არც სივრცე.

ქალი.
კაცი.
ამ სიტყვათა ხმოვნები ერთნაირია, თანხმოვნები - განსხვავებული.

ჩვენ ადამიანური ბუნებით ერთნი ვართ, სქესით - სხვაგვარნი. მსგავსებაცა და განსხვავებაც დიდებულ მრავალფეროვნებასა და ჰარმონიას ქმნის.

დაილოცოს ამქვეყნად ეს ჰარმონია - სიყვარულის მთავარი დამბადებელი, შემნახველი და გადამრჩენელი!
სამართლიანად ამბობენ, რომ ყველა დღე ქალისაა. და თუ ასეა, დღევანდელიც მისი ყოფილა.

რით არ გვაქვს საფუძველი, ჩვენი აღტაცება, პატივისცემა, მადლიერება და სიყვარული გამოვხატოთ?!
ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

დაე, აღსრულდეს, რასაც სიყვარულით, მშვენიერი ფიქრითა და ლამაზი ოცნებით ინატრებთ“, - წერს გია მურღულია.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ქეთი ხატიაშვილი ორსულადაა - კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

🎥 „ამ ყველაფრის ცოდნა დაგეხმარება როცა გინდა ადამიანს რაღაც ისეთი ჰკითხო, რაც მისთვის სასიამოვნო არ იქნება“ - თათა გიორგობიანი სასარგებლო ინფორმაციას გვიზიარებს

„ორი საუკეთესო ქართველი“ - გიორგი კალანდია ნანუკა სტამბოლიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს