Digest Logo

🎥 „ბევრ შემთხვევაში უჩნდება მატლები და უვარგისი ხდება გამოყენებისთვის“ - ირაკლი არაბული გვასწავლის, როგორ შევინახოთ ლობიო სწორად

1759132251
ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ლობიოს შენახვის სწორ გზებზე საუბრობს. 

როგორც თავად ამბობს, არასწორი შენახვის გამო, ლობიოს ხშირად უჩნდება მატლები, რის გამოც საკვები პროდუქტი გამოყენებისთვის უვარგისი ხდება:

„როგორ შევინახოთ ლობიო, რომ დიდი ხნის განმავლობაში შევძლოთ მისი გამოყენება და არ გაფუჭდეს?!  

ლობიოს შენახვა ძალიან დიდი პრობლემაა მომხმარებლებისთვის, რადგან ბევრ შემთხვევაში, ლობიოს უჩნდება მატლები და უვარგისი ხდება გამოყენებისთვის. 

არსებობს მისი შენახვის რამდენიმე მეთოდი, რითაც მატლებს გამრავლების საშუალებას არ მივცემთ. 

პირველი ვარიანტია, რომ ლობიო დავავაკუუმოთ (ვაკუუმში მოვაქციოთ) ლობიო და ეგეთ მდგომარეობაში შევინახოთ, რადგან ვაკუუმი, უჟანგბადო გარემო მატლებს არ მისცემს გამრავლების საშუალებას. 

ასევე კარგი იქნება თუ გამოიყენებთ დაფნის ფოთოლს, რადგან ეს ხელს უშლის მატლებს გამრავლებაში“, - ამბობს ირაკლი არაბული. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფინანსური სიურპრიზი, მოულოდნელი შეხვედრები და წარმატების მიღწევის ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

🎥 „ეჰ, მეც მალე დავბერდები და დავუწყებ გზას ყურებას შვილიშვილების მოლოდინში“ - ნუცა ცისკარიშვილის ემოციური კადრები

„შესაძლოა არასტაბილურობა, მაგრამ ამავე დროს ინტუიციური შანსიც, მოუსმინე სხეულს“ - 29 სექტემბრის ასტროლოგიური ენერგიები