ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„რასაც ჩვენ ვაკეთებთ:
„ეს მინდა, ის მინდა, თანამდებობა, ძალაუფლება, ფუფუნება, სიმდიდრე,
ჩემი პიროვნების რეალიზება ამ სამყაროში ნიჭიერების მიხედვით...“
ეს ყველაფერი ამ სოფელს ეკუთვნის.
მერე რომ გარდავიცვლები და ეს ჩემი ხორცი საფლავში ჩაიდება, ამით, ჩემი ხორცისათვის – დედამიწა დასრულდება.
აღარაფერი აღარ იარსებებს.
მაგრამ,
ჩემი უკვდავებისათვის იხსნება ახალი რეალობა,
– და ეს რეალობა რა არის?!
– ღმერთი, ან არაფერი.
ან ღმერთი – ან არაფერი.
ახლა წარმოიდგინეთ – ადამიანს უყვარს ქათმის ხორცის ჭამა, რომ გარდაიცვლება – ქათამი იქ არ იქნება...
ადამიანს უყვარს, ვთქვათ, თამაში – თამაში იქ არ იქნება,
ეს აქაურია ყველაფერი...
ან ღმერთი – ან არაფერი.
თუ ადამიანი არ აღზრდის საკუთარ თავს ისე, რომ მას ღმერთი უნდოდეს,
რომ გარდაიცვლება, ის კი არ იცვლება...
ადამიანის პიროვნება არსებობს ხორცისა და სულის მიხედვით, და ჩემს პიროვნებას აინტერესებს, ვთქვათ, ეს, ეს, ეს, ან ეს,
და ეს ყველაფერი მიწიერია,
და ღმერთი არ აინტერესებს,
როცა გარდავიცვლები, მართალია ჩემი ბუნება იყოფა ორ ნაწილად, და მე ამ ქვეყანაზე არ ვარ – მაგრამ ჩემი პიროვნება აგრძელებს არსებობას უკვდავებით,
რომელიც ჩემშია,
მაგრამ ინტერესი იგივე მაქვს:
მე ბედნიერებას ვეძებდი ხორციელ სიამოვნებაში და ხორცი აღარ მაქვს,
და წარმოგიდგენია, როგორი ჯოჯოხეთი დაიწყება ადამიანისთვის?!
ამიტომ,
სანამ მე ცოცხალი ვარ – უნდა დავფიქრდე, რაში ვცვლი მარადიულ სიცოცხლეს;
სამწუხაროდ, თუ ადამიანი ყოველდღე მთვრალია – ის ამ თემებზე არ ფიქრობს,
ხორცით მაცხოვრებელი ადამიანი ამ თემებზე არ ფიქრობს,
ამ სოფლის ცხოვრებით ცხოვრობს,
და შედეგი რა იქნება?!“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: