Digest Logo

„შენ ის ბიჭი ხარ, მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები... ხალხების გაერთიანება გმირების ხვედრია“ - ირინეოს შენგელია

1782192270
 ირინეოს შენგელია

ინგუშეთში 8 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, რომელმაც მეგობარი დახრჩობას გადაარჩინა, თვითონ კი მდინარემ წაიღო.

ცნობილია, რომ დაღუპულს 20 000-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

პატარა ბიჭის ცხედარი მომხდარიდან 10 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სასულიერო პირი ირინეოს შენგელია გამოეხმაურა:

„რა ამაყია ინგუშეთის მიწა-წყალი შენ რომ უნდა ჩაგიკრას გულში!

რა დიდებული ხარ ხიზირ დერბიჩევო, მთელი კავკასია რომ შენ გეძებდა… მთელი ქვეყანა რომ შენ დაგტირის…

დიდი თუ პატარა შენზე რომ ლაპარაკობს…

შენ ის ბიჭი ხარ, მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები, შენი ძვირფასი ცხედარი რომ გვეპოვა და პატივით მიგვებარებინა შენ მშობლიურ მიწას!

ხალხების გაერთიანება გმირების ხვედრია და ასე დიდებული ვინ გშობა, შენმა დალოცვილმა დედამ…

ხიზირ გაგიმარჯოს!“, - წერს მამა ირინეოს შენგელია. 

შემთხვევა 2026 წლის 15 ივნისს, ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში მოხდა. 8 წლის ხიზირ დერბიჩევი ორ მეგობართან ერთად მდინარის პირას იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი დინებამ წაიღო. ხიზირ დერბიჩევი კი მდინარეში გადახტა და მეგობარი გადაარჩინა, თუმცა იგი თავად ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოერიდეთ კამათს, კონფლიქტებსა და ურთიერთობების დაძაბვას...“ - ეზოტერიკოსი 23 ივნისის ენერგიებზე გვაფრთხილებს

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ივნისს საქართველოში

⭕„კონდიციონერი არ იწვევს სასუნთქი გზების ინფექციებს, მათ იწვევს ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც გადამდებია...“ - რას წერს მაია ბუწაშვილი