Digest Logo

„სანამ უმრავლესობა არ ავიცრებით, ყველა ჩვენგანი, პოტენციური მკვლელია“ - ანი ქავთარაძე

1627898388
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

ექიმი ანი ქავთარაძე ფეისბუკზე წერ რომ ყოველდღიურად გამოცხადებული კორონავირუსით დაღუპულთა სტატისტიკის მიღმა უამრავი ადამიანი დგას, რომელთაგან ყველას წარსული და აწმყო აქვთ და მომავალზე ოცნებობენ.

„თქვენ გგონიათ, ყოველდღიურად რომ ციფრებს აცხადებენ, ეს, უბრალოდ ციფრებია?!

თქვენ გგონიათ, 20,17,25,30,33… და ასე, დაუსრულებლად, 6000-მდე, ფერმაში დაკლული ქათმების რაოდენობაა?!

თქვენ გგონიათ, მათ არ აქვთ წარსული, ან არ ოცნებობდნენ მომავალზე?!

თითოეულია ერთი, დიდი, ადამიანური ტრაგედიაა, უშველებელი ისტორიებით – დაბადებით, ცხოვრებით, ოჯახებით, შვილებით, პროფესიებით, საოჯახო ალბომებით… და ფიქრებით, ხვალინდელ დღეზე, რომელიც აღარასდროს გათენდება!

ისინი ჩვენ გვერდით, უბრალოდ, ინტენსიური თერაპიის კარს მიღმა იხოცებიან, სრულიად უცხო ადამიანების ხელში… უცხო ადამიანები უხუჭავენ თვალებს და ზოგჯერ, პირველი ჭირისუფლებიც, ეს უცხო ადამიანები არიან…

და დღეს, მანამ, სანამ უმრავლესობა არ ავიცრებით, ყველა ჩვენგანი, ასეთი ისტორიების დამსრულებელი, პოტენციური მკვლელია, რადგან არ ვიცით, ვისთვის გადადებული ვირუსი შეიძლება გახდეს მომაკვდინებელი!

არ ითამაშოთ ეს, „რუსული რულეტკა“… ის კლავს, არა! ციფრებს არა, 20,17,25,30,33…… ადამიანს!“ - წერს ანი ქავთარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მთავრობამ ცოტა მაინც წამიკრას ხელი - 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა“

„9 წელია შვილს ველოდები და რომ დამეცვა, 17 კვირის ორსულმა ავიცერი“ – ქეთა გაბუნია

მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი