
მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და დედის გარდაცვალების შემდეგ მის გრძნობებს საჯაროდ უზიარებს საზოგადოებას:
„ჩემო დახატულო, ჩემო ლამაზო, კეთილო, გამორჩეულო, დიადო, დიდებულო, ამაყო, საოცარო და განუმეორებელო!
სანამ ვსუნთქავ, წამით არ მოგიშორებ დედი! არასდროს დე!
მხოლოდ იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ბოლოს მე დამინახე, მე შემიცხადე 25% გულით!
მე გამიღიმე და ყველაფერი მითხარი იმ გაღიმებით დე! ჩემი ტანჯვაა ეგ კადრი და დავიტანჯო თუ შენ გაჩუქე უკანასკნელად ჩემი თავი, რომლისთვისაც შენ არსებობდი!
შენი ოჯახისთვის!
მაპატიე დე, მაპატიე, რომ ვერ გიშველე!
თუ რამეში მიმართლებს, მხოლოდ შენი ნაკეთები მადლით დე!
მიყვარხარ უსასრულოდ დე! დე! დე!“, - წერს ანრი ბიბინეიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველა ლუქი ისტორიას ჰყვება...“ - თაკო ჩხეიძე ახალ კადრებს გვიზიარებს
🎥 გოგა მანიამ ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრება 30 აგვისტოს იწინასწარმეტყველა
⭕ირინა ბათიაშვილი „იმედზე“ ახალ გადაცემას გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტთან ერთად წაიყვანს