Digest Logo

ირინა ბათიაშვილი „იმედზე“ ახალ გადაცემას გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტთან ერთად წაიყვანს

1757614634
ირინა ბათიაშვილი

სამართლის დოქტორი ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ ეკრანზე ახალი და განსხვავებული გადაცემით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრუნდება. იგი გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტთან, იან პრაუდთან ერთად გადაცემას წაიყვანს.

„მალე „იმედზე“ დიპლომატი და გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი და მე ბატონი იანის ახალი გადაცემით“, - წერს ირინა ბათიაშვილი.

ცნობისთვის, ირინა ბათიაშვილი ეკრანებზე არა ერთხელ გამოჩენილა. იგი „იმედის დილის“ თანაწამყვანიც გახლდათ.  ირინა და მისი ოჯახი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. სამართალმცოდნე, გამოჩენილი პოლიტიკოსის, მეცნიერის და ფილოსოფოსის, ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕2027 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში ჩატარდება

🎥 „იმ როლურ მოდელში, რომელშიც მამა იყო დავიჭირე ჩემი მეუღლეც...“ - როგორია ანა არველაძის გზა საბანკო კარიერიდან სპორტულ ფსიქოლოგიამდე?

🎥 „გოგოს ჰქონდა სექსუალური შევიწროების შიში და აღმოჩნდა, რომ მისი ბებია მსხვერპლი იყო...“ - ოჯახური სისტემის გავლენები, კოლექტიური ტრავმა და შეგრძნებები - სპეციალისტის რჩევები