მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს. ამასთან მას დაწყებული აქვს მზადება სოლო ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“.
აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ერთადერთი შვილი, სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია. მაკა ზამბახიძე ბებიაც გახლავთ, მას ქალიშვილისგან 2022 წელს შვილიშვილი, მიქაელი შეეძინა.
ამჯერად იგი დუბაიში გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებმაც საზოგადოების კომპლიმენტები დაიმსახურა:
„ყველასთვის საყვარელი ქალი“.
„საოცარ ფორმაში ხარ, წარმატებები“.
„ბედნიერი დასვენება“,- წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა ფერის შილაქი უნდა გაიკეთოთ დეკემბერში იმისთვის, რომ ფინანსურად უფრო გაძლიერდეთ
⭕„დახვეწილობა, შარმი და იშვიათი გარეგნობა...“ - თაკო ჩხეიძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს