Digest Logo

🎥 „ძველი სასიყვარულო ურთიერთობები დაბრუნდება და აღდგება...“ - პირველი დეკემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ანა ჯალაღონიას ასტრო-პროგნოზი

1732783542
ანა ჯალაღონია

ასტროლოგმა ანა ჯალაღონიამ იუთუბის საკუთარ არხზე პირველი დეკემბრის ახალმთვარეობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, თავდაპირველად მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება. მეათე გრადუსზე. მისი თქმით, აქტიური იქნება რეტრო მერკურის და რეტრო იუპიტერის ოპოზიცია. ასევე იქნება რთული ახალმთვარეობა, რადგან ადამიანებს სურვილი უჩნდებათ ზემოქმედება მოახდინონ სხვებზე.

„არ გირჩევთ ამ პერიოდში ახალი საქმეების დაწყებას. არ მოაწეროთ ხელი საბუთებს. ასევე არ არის სასურველი გაიცნოთ ახალი ადამიანები. როცა რეტრო მერკური გასწორდება, შესაძლებელია ამ ყველაფერმა უთანხმოებები გამოიწვიოს“, - აღნიშნა ანა ჯალაღონიამ.

ასტროლოგმა ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა და რჩევები გაგვიზიარა:

♈ ვერძი

შესაძლოა თქვენთან დაბრუნდნენ ძველი ადამიანები, ვისთანაც სწავლობდით, მეგობრობდით ან ურთიერთობა გქონდათ. ასევე  იმ ინფორმაციებს,რაც უცხოელ პარტნიორებთან გქონდათ. იმუშავეთ კონტაქტებზე და საკუთარ თავზე. უნდა მოერიდოთ მოგზაურობას და სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.~

♉ კურო

შესაძლოა წამოიწიოს ფინანსური გაურკვევლობები, განსაკუთრებით უძრავ ქონებასთან და ბანკებთან დაკავშირებით. გააანალიზეთ კონტაქტები და დააკვირდით ვისთან რას აწერთ ხელს. თუ რაიმეს გაყიდვას აპირებთ შეგიძლიათ მოიშოროთ. თუმცა შენაძენებისთვის ცუდი პერიოდია.

♊ ტყუპები

პრობლემურია კონტაქტები. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ პირად ურთიერთობებში, მოერიდეთ კონფლიქტებს და უსიამოვნებებს. ასევე არ არის სასურველი რაიმე ტიპის საქმის გარჩევები. წამოიწევა გაურკვევლობა და გაქცევა სიტუაციებიდან. შესაძლოა დაბრუნდეს ძველი ადამიანები.

♋ კირჩხიბი

შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ სამსახურში. გადახედეთ აუცილებლად თანამშრომლებთან ურთიერთობებს და კომუნიკაციის ფორმებს. ფრთხილად იყავით დაპირისპირებებთან და კამათთან. ასევე გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან საშიშროებაა ძველი ავადობის განმეორების.

♌ ლომი

სასიყვარულო ურთიერთობების თემები აქტიურდება. შესაძლოა დაბრუნდნენ ადამიანები წარსულიდან. გადახედვა მოგიწევთ ურთიერთობების. ახალი მიდგომებით შეგიძლიათ მიუდგეთ საკითხს და იმუშაოთ ფინანსური საკითხების გაუმჯობესებაზე.

♍ ქალწული

საკითხები შეეხება უძრავ ქონებას. ყიდვა-გაყიდვის თემებს. აქ დაპირისპირების ალბათობა დიდია, შესაბამისად მოერიდეთ საბუთებზე ხელის მოწერასა და კონფლიქტებს. დაელოდეთ რეტრო მერკურის გასწორებას. ასევე წამოიჭრება თემები ქონების გაყოფასთან დაკავშირებით.

♎ სასწორი

თქვენ შესაძლოა დაუბრუნდეთ ძველ საკითხებსა და ადამიანებს. ურთიერთობებს, რომლებიც დაიწყო და შეჩერდა. ისინი შეგახსენებენ საკუთარ თავს, ძველი სასიყვარულო ურთიერთობები დაბრუნდება და აღდგება. ასევე ნათესავებთან დაძაბული ურთიერთობები აღდგება. სიფრთხილე გმართებთ გზებთან, რადგან ავარიების მაჩვენებელი მაღალია.

♏ მორიელი

ფინანსურ საკითხებთან დაძაბულობა გაქვთ. შესაძლოა ძველმა პრობლემებმა კიდევ იჩინოს თავი და წარმოიშვას გაურკვევლობები. სიფრთხილეა საჭირო ხარჯებთან. ეცადეთ ამ პერიოდში იფიქროთ პრობლემების მოგვარებაზე და ფინანსური საკითხების გადაჭრაზე.

♐ მშვილდოსანი

მობრუნდებიან ძველი ადამიანები სამსახურებიდან და ურთიერთობებიდან. აღდგება კონტაქტები და ურთიერთობები, რომლებიც პარტნიორულსაც ეხება. მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. ქირურგიული ჩარევა, განსაკუთრებით საფრთხილოა სხეულის კორექტირებასთან დაკავშირებით.

♑ თხის რქა

უნდა დახუროთ წარსულის თემები, რომლებიც ეხება წარსულის ადამიანებს,შიშებს, ფობიებს და გაურკვევლობებს.  რეტრო მერკური გაიძულებთ იმუშაოთ საკუთარ თავსა და შინაგან მე-ზე. გამოასწორეთ შეცდომები და მოემზადეთ ახლისთვის.

♒ მერწყული

შესაძლოა დაბრუნდნენ ადამიანები წარსული ურთიერთობებიდან. ძველ იდეებთან მოგიწიოთ მუშაობა და მათი სისრულეში მოყვანა. ერთიანი ძველი მასშტაბური პროექტების განხორციელება და წარსულის პარტნიორების დაბრუნებაა შესაძლებელი.

♓ თევზები

პრობლემები დაკავშირებულია სამსახურთან და შესაძლოა მისი შეცვლა მოგიწიოთ. ასევე დიდი შანსია კონფლიქტური სიტუაციები გაიზარდოს უფროსებთან. მოგიწევთ დიდი ენერგიის დახარჯვა. უსამართლობასთან ჭიდილი მოგიწევთ. გადაღლის და აგრესიის ალბათობები ძალიან მაღალია, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბუნებრივი გზების გავლის შემდეგ, ახალშობილი უფრო ადაპტირებული ხდება გარემოსთან...“ - რა უნდა ვიცოდეთ მშობიარობაზე? - ექიმის რჩევები

„ძლიერი ქარი, ნალექი, თოვლი…” - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

ქოჩორაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „ლევანტემ“ „მალაგა“ დაამარცხა