2025 წლის 21 იანვრის მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი პირველი შვილის დედა გახდა. მას პატარა გოგონა შეეძინა, რომელსაც ლეა დაარქვა.
როგორც „სუხიშვილების“ მოცეკვავეს გამომწერები აფასებენ, მშობიარობის შემდეგ იგი არაჩვეულებრივ ფორმაშია.
მარიამი სოციალურ ქსელში ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს:
„უსაყვარლესები ხართ“.
„მუდამ ასეთი ბედნიერები იყავით“.
„საოცარ ფორმაში ხარ, მარიამ“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მარიამის მეუღლე დავით თოფურიაა.
აი, რას წერდა „სუხიშვილების“ მოცეკვავე შვილის 1-ელ დაბადების დღეზე:
„ლეა 1✨🤍
ყოველთვის მადლიერებით დავიწყებ შენზე საუბარს. დღეს დაიბადა ჩემი ყველაზე დიდი ღვთის საჩუქარი, დე შენ ხარ ჩემი მზის სხივი, ბედნიერება, სითბო, სიყვარული, სიკეთე, უსაზღვროდ მიყვარხარ, არ წარმომიდგენია ამაზე ძლიერი გრძნობა რა შეიძლება იყოს.
ყველაფერი საუკეთესო შენთვის მემეტება, შეუძლებელს შევძლებ შენთვის, მადლობა ღმერთს რომ ჩემი ხარ“, - წერდა მარიამ მათიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარი...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს