
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ხშირად ჩნდება საჯარო სივრცეში თავის ერთადერთ შვილთან, მერისთან ერთად. დედა-შვილი ხშირად ესწრება სხვადასხვა კულტურულ თუ საჯარო ღონისძიებას.
მერიმ საზოგადოების სიყვარული და სიმპათია უკვე მოიპოვა, რაც მის ფოტოებზე გამოხმაურებების მიხედვით ნათელი აღსაქმელია.
ამჯერად, თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში შვილის ახალი ფოტო გააზიარა, სადაც ჩანს, რომ პატარა მერი ტანვარჯიშით არის დაკავებული. ფოტომ დიდი გამოხმაურება მოიპოვა.
„რა ლამაზია“,
„სილამაზე...“,
„პრინცესა გოგო“,
„ფერიების პრინცესა“,
„საოცარი ბავშვია, პლასტიკით და არტისტიზმით“,
„კაშკაშა და ციმციმა გოგო“, - წერენ კომენტარებში.
თეა წულუკიანი ქალიშვილთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტავდა, მათ შორის ჩამოყალიბებულია რიტუალები, რომლებიც მათ ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი რიტუალები, დაწყებული იქიდან, თუ როგორ უნდა შევიდე სახლში. მას უყვარს, როცა ხმაურიანად შევდივარ სახლში და შემომეგებება. საღამოს თამაში ნაკლებად გამომდის, ეს ჩემს ნერვულ რესურსს სცილდება. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბევრს, რა მოეწონა დღის განმავლობაში, რამ გააღიზიანა და ა.შ.“, – ამბობს წულუკიანი.
ცნობისთვის, თეა წულუკიანის შვილს ბებიის სახელი ჰქვია და ამ დეტალს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მისთვის.
„მას ჰქვია ჩემი გამზრდელი ბებიის სახელი, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ის ასრულებს სიმბოლურად როლს - მომავალში მიაქვს წარსული, რომელიც მინდა, რომ მუდამ ცოცხალი იყოს“, - ამბობს თეა წულუკიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცნობისთვის, თეა წულუკიანი და ნუგზარ კაკულია 2016 წელს დაქორწინდნენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ანუკი არეშიძე იუბილარია - დიზაინერს მეგობრებმა დაბადების დღე მიულოცეს
⭕მამა წყალში გადახტა, რათა გადაერჩინა ქალიშვილი, რომელიც საკრუიზო გემიდან ოკეანეში გადავარდა