წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ქაცვის ზეთის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს და გვასწავლის, როგორ დავამზადოთ ის.
მისი თქმით, ქაცვის ზეთი უებარია:
„ქაცვის ზეთი უებარი რამაა!! გთავაზობთ მრავალმხრივ სასარგებლო ზეთის დამზადების რეცეპტს:
● გამოწურეთ ქაცვის ნაყოფის წვენი და დააკონსერვეთ.
ზეთის მისაღებად კი მისი თესლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ მინის ქილაში. დაასხით იმდენი მზესუმზირას ზეთი რომ დაიფაროს. შედგით აირღუმელში 60 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში. როდესაც მასა გაცივდება გაწურეთ და მიღებული ზეთი თესლის ახალ ულუფას დაასხით. ასე უნდა გაიმეოროთ 3-ჯერ.
ამის შემდგომ მიიღებთ ქაცვის ზეთს, რომელიც გაჯერებული იქნება მისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო ნივთიერებით.
მისი გამოყენება შეგიძლიათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და გასტრიტის შემთხვევაში. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი ღრძილებზე წასმა პაროდონტოზის დროს. კარგია ტამპონები საშვილოსნოს ყელის ეროზიებისას, შველის ძნელად შესახორცებელ ჭრილობებს.
გარდა ამისა, ქაცვის ზეთი აქვეითებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს და ამით ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, ამ მიზნით ის უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზი 2-3 ჯერ დღეში“, - წერს სანდრო ჯიბლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მიზეზების ძებნას არ დავიწყებ, მაგრამ...“ - რას ამბობს მერაბ დვალიშვილი დამარცხების შემდეგ