Digest Logo

„საოცრად გამოიყურებით ორივე“ - ნინო ჩხეიძე შვილთან ერთად პოზირებს

1778653237
ნინო ჩხეიძე

მომღერალი ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში შვილთან - მარიამ კორახაშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

მარიამს 4 მაისს დაბადების დღე ჰქონდა - იგი 22 წლის გახდა. როგორც ჩანს, მან იუბილე ოჯახურ გარემოში აღნიშნა. 

ფოტოებმა სოციალურ ქსელში კომპლიმენტები დაიმსახურა: 

„ულამაზესი და უმშვენიერესი“,

„საოცრად გამოიყურებით ორივე“,

„მშვენიერი დედა-შვილი“, - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, მარიამ კორახაშვილი 2025 წელს, 21 წლის ასაკში კანადელ რჩეულზე დაინიშნა.

„ჩემი სიძე არის კანადელი. მინდოდა რომ ქართველი სიძე მყოლოდა. მინდოდა რომ ჩემ სიძეს ჩემით ეამაყა. პროტესტი მქონდა. მარიამი არის ძალიან გაწონასწორებული და ჭკვიანი. შენიშვნას ვერ გაბედავ.

თქმა ვერ გავბედე, მაგრამ ჩემ თავთან მქონდა ფიქრები, რატომ იყო ჩემი სიძე კანადელი. ძალიან მეგობრულად გამოვხატე. არ მეწყინა, მაგრამ მეგობრულად ვკითხე. დარწმუნებული იყო საკუთარ თავშიც და იმ ბიჭშიც, მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა. ერთი წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი, მივხვდი, რომ არ შემცდარა ჩემი შვილი. საქსოფონზე უკრავს, გიტარაზე, მართლა კარგი ბიჭია“, - ამბობდა ნინო ჩხეიძე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nino Chkheidze (@ninochkheidze_official)

ასევე დაგაინტერესებთ:

„შევდივართ „სიჩქარეების ეპოქაში“... ამ ზაფხულის მთავარი გმირები სწორედ თქვენ ხართ“ - ასტროპროგნოზი ცეცხლის ნიშნებისთვის

„უარმყოფელთა გულებშიც სხვებზე აღმატებულად არსებობს, ის არის კითხვაც და პასუხიც, წამში ეტევა და მარადისობაში ვერა“ - რას წერს გია მურღულია

როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 მაისს საქართველოში