ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„ვიღაც ხელით მისწვდა - ნახატზე.
ვიღაც ფიქრით მისწვდა - მარტო მყოფი.
ვიღაც ქცევით მისწვდა - სხვისთვის დაუნახავად.
ვიღაც არყოფნით მისწვდა - ყველგან ყოფნისას.
ვიღაც სიყვარულით მისწვდა...
ვიღაც სიკეთით მისწვდა...
ვიღაც ღირსებით მისწვდა...
ვიღაც ლოცვით მისწვდა...
მან შესაძლებელი გახადა, რომ შეეცნოთ.
მან თავისთვის სახლი ააგებინა, თუმცა ყველგან მასპინძელია.
მან თავისი თავი დაახატვინა, თუმცა უხილავია.
მან სიტყვაში დაივანა, თუმცა გამოუთქმელია.
ის არის დიადი „კი“ და ნათელმოსილი „არა“.
ის „საზღვარსა დაუსაზღვრებს“ და არანაირ ზღვარს არ ცნობს.
ის, ერთდროულად, ყველაზე შორს და ყველაზე ახლოს არის.
ის არის წასვლაც და დაბრუნებაც.
ის უარმყოფელთა გულებშიც სხვებზე აღმატებულად არსებობს.
ის არის კითხვაც და პასუხიც.
წამში ეტევა და მარადისობაში ვერა.
და ორივე ადამიანს აჩუქა.
შეიძლება, არარსებული ასეთი გულუხვი იყოს?
მაშინ ის მაინც ყოფილა მართალი, რომ სამყარო არაფრიდან დაიბადა.
თავისით, რასაკვირველია“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ: