Digest Logo

🎥 „საოცრად უხდებოდა ეს სიმღერა... თავად უხდებოდა ქალაქს, რომელიც საფიცარი იყო მისთვის“ - გია ბაღაშვილი ნიკო ლეკიშვილს ემშვიდობება

1735905170
გია ბაღაშვილი

თბილისის ყოფილი მერი, პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მუსიკოსი გია ბაღაშვილი გამოეხმაურა და ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა:

„გამორჩეული პიროვნება და ღირსეული თბილისელი, ჩვენი ოჯახისთვის ძალზე ახლობელი და პატივსაცემი, ბატონი ნიკო ლეკიშვილი აღარ გვყავს.

ვუსამძიმრებ ბატონი ნიკოს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, მის მშობლიურ თბილისსა და მთელ საქართველოს.
საოცრად უხდებოდა ბატონ ნიკოს ეს სიმღერა... თავად უხდებოდა ქალაქს, რომელიც საფიცარი იყო მისთვის და რომელსაც პირნათლად ემსახურა მთელი ცხოვრება...

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი და ნათელში ამყოფოს ბატონი ნიკოს სული“, - წერს გია ბაღაშვილი.

ნიკო ლეკიშვილი სხვადასხვა წლებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. 1993-1995 წლებში იყო თბილისის მერი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი) და 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბედნიერი 2025“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕„დღეს გალას დაბადების დღეა“ - გიორგი გასვიანი შვილის დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს აქვეყნებს

⭕„რა მაგარია რომ დაიბადე, მადლობა ყველაფრისთვის“ – ნინი ქარსელაძე ზურა ხაჩიძეს დაბადების დღეს ულოცავს