მომღერალი ზურა ხაჩიძე იუბილარია.
იუბილარ მომღერალს, მისი გერი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში წერს და ზურას დაბადების დღეს ულოცავს.
„რა მაგარია რომ დაიბადე. მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს ნინი სოციალურ ქსელში.
ცნობილმა წყვილმა, ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ წლების წინ იქორწინეს და ულამაზესი ქალიშვილი ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ.
ზურა:
- ხშირად მეკითხებიან უფროსი ცოლის მოყვანის გადაწყვეტილება როგორ მივიღე. ისე მიყვარდა, რომ როგორიც გამზარდეს და როგორი მეორე ნახევარიც უნდა მყოლოდა, ეს ვიპოვე ხათუნაში. მანამდეც იყო სიყვარული, თქვენ კარგად იცით, ვინც იყო. მე არავის მოვუწოდებ, რომ მასზე უფროსი ცოლი მოიყვანოს, თავის ასაკში ნახოს თავისი ტოლი და სწორი, მაგრამ მე, მე ვარ. მე მოვიყვანე ცოლად ხათუნა ჟორდანია, მასში დავინახე ის თვისებები, რომელიც მინდოდა ჩემ მეორე ნახევარს ჰქონოდა. არ მინდოდა მომღერალი ცოლი მყოლოდა, ცოტა ეგოისტურად მივუდექი. ხათუნა უმაგრესი მეგობარია. უამრავი სიტუაცია ყოფილა, როდესაც ხათუნა გვერდით მედგა. უამრავი რამ გვაქვს გავლილი. გადასულიც ვყოფილვარ ცალკე საცხოვრებლად, ისე გვიჩხუბია.
ხათუნა:
- ბევრი რამე დავთმეთ ერთმანეთთან ურთიერთობაში, ბევრი რამე დავთმეთ და ვაპატიეთ ერთმანეთს. ერთმა ადამიანმა უთხრა ზურას სუფრასთან, რა ბედნიერი კაცი ხარ, სამოთხეში მოხვდებიო, გურული ცოლი გყავს და აქ უკვე ჯოჯოხეთში ხარო. აფექტურია გურული ქალი, აფეთქება იციან, მაგრამ მალე გასდით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
⭕ „ჩემი სიყვარული...“ - ზურიკო დავითაშვილის მეუღლე უთბილეს ფოტოს გვიზიარებს
⭕ „ჩემი ბედისწერის ცვლილება გადავწყვიტე...“ - თამთა კვარაცხელია