
მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.
მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.
მოდელი დღეს იუბილარია, იგი 43 წლის გახდა, იუბილე კი უამრავმა ადამიანმა მიულოცა.
შორენა ბეგაშვილის დაბადების დღის წვეულებიდან მისი მეგობრები კადრებს აქვეყნებენ. მოდელს კადრებში ულამაზესი თეთრი სამოსი აცვია, რომელიც საქორწინო კაბას წააგავს.
ბეგაშვილმა, დაბადების დღის წვეულება კი საკუთარ სახლში მოაწყო, რომელსაც ქართული შოუბიზნესის არაერთი ცნობილი სახე დაესწრო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რთულია“ - დასრულდა თუ არა ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას სიყვარული? რას წერს მოდელი