Digest Logo

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

1783627570
საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, მასმედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს და წესებს განმარტავს.

„ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული - სვეტიცხოვლობა (12 მოციქულის ხსენების დღე), რომელიც აღინიშნება 13 ივლისს. ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. შესაბამისად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ასევე, მათთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები“. ვთხოვთ მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ნომერზე: +995 595 80 90 05; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 11 ივლისი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „ყველაზე გემოვნებიანი ქალი“ - ანუკი არეშიძის ახალი კადრები პარიზიდან

⭕ რუმინეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გაბრიელ მურეშანი ტბაში დაიხრჩო

⭕ „ამყარებენ ჰარმონიულ ურთიერთობებს...“ - ზოდიაქოს 4 ქალი-ნიშანი, რომლებიც კაცებს მაგნიტივით იზიდავენ