ცნობილი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში ახალ, წინასწარმეტყველებას აქვეყნებს. მისი თქმით, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მოვლენებისა, რაც მსოფლიოსა და საქართველოს ელოდება.
ყველაზე მთავარი, რითაც იგი საზოგადოებას ამშვიდებს, არის ის, რომ საქართველო დაცულია, თუმცა ქვეყნის შიგნით და გარეთ არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა განვითარდება.
„ეს არის მცირე ჩამონათვალი! დაე, მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი. საქართველო არის დაცული! უწმინდესი ძალები იცავენ მას“, – წერს გოგა მანია.
გთავაზობთ მის წინასწარმეტყველებას უცვლელად:
„სერიოზული დაპირისპირებები ომების სახით, საქართველოს ფარგლებს გარეთ – რუსეთი, უკრაინა და არამარტო (სხვა ქვეყნები)!
ჰორმუზის სრუტე ისევ იქნება დიდი ხნის განმავლობაში განხილვის საკითხი!
რუსეთი ერთიანდება 2 ქვეყანასთან მომავალში (ათვლა დაიწყო), რაც მის გაძლიერებას გამოიწვევს!
ჯასტინ გეიჯის სერიოზული პრობლემები ამერიკისა და UFC წინაშე..
ზღვასთან ახლოს ვინც ცხოვრობს, მეტი ყურადღება მართებს (სახლებს გაუფრთხილდით, სამუშაო ობიექტებს და ბავშვებს, ახალგაზრდებს)!
პოლიტიკოსი, ქართველი ქალის გარდაცვალება! ე.წ. კანონიერი ქურდის/ბიზნესმენის სიკვდილი! სიკვდილიანობის ზრდა წელს ევროპაში.
ინდოეთში ახალი ვირუსი!!! ბევრი დაიღუპება (ინდოეთი, ბანგლადეში, პაკისტანი).
2 ვულკანის გამოღვიძება უახლოეს პერიოდებში! წყალდიდობები საქართველოში, იტალიასა და საბერძნეთში“,- წერს გოგა მანია.
