Digest Logo

„საქართველოდან თურქეთში მოხუცების მოსავლელად წასული ემიგრანტი ქალები მიწისძვრისგან მორყეულ სახლებში რჩებიან და შეშინებულ მოხუცებს მარტო არ ტოვებენ“ - თამთა ხალვაში

1675932936
ემიგრანტი ქალი და თამთა კვაშალი

სოციალური ქსელის მომხმარებელი თამთა ხალვაში სტატუსს აქვეყნებს და თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ეხმაურება, სადაც უამრავი ქართველი ემიგრანტი არის წასული სამუშაოდ.

👉„თქვენთვის „მაწანწალა“ ძაღლებმა თურქეთში ასობით ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს...“ - თამარ ივერი

როგორც ხალვაში წერს, ქართველი ემიგრანტები სიცოცხლეს თმობენ და მოხუცებს, რომლებსაც უვლიან მარტო არ ტოვებენ.

„საქართველოდან თურქეთში მოხუცების მოსავლელად წასული ემიგრანტი ქალები მიწისძვრისგან მორყეულ სახლებში რჩებიან და შეშინებულ მოხუცებს მარტო არ ტოვებენ. ერთი ქალი ჰყვებოდა, როგორ ეხვეწებოდნენ მეზობლები სახლიდან გამოსულიყო, რადგან ის ახალგაზრდაა და ცხოვრება წინ აქვს, მაგრამ საყრდენ კედელს მიყუდებული სახლიდან ფეხს არ იცვლიდა, სინდისი არ მიშვებსო.

ქალების მიერ შესრულებულ ზრუნვისა და ემოციურ შრომას საზღვრები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არ გააჩნია. ის ნაციონალურ და პიროვნულ საზღვრებს სცდება და ზრუნვის ისეთ ფორმად გვევლინება საკუთარ სიცოცხლესაც რომ დათმობს“, - წერს თამთა ხალვაში.

 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘„ეს 5 წლის ზეჰრას ხელია, რომელიც მის მამიკოს უჭირავს ხელში... ვაი მის მამას, რა გამოიარა ამ საცოდავმა, მაგრამ იღბლიანმა კაცმა“ - დათო ლიკლიკაძე

🔘„ვხედავ, უამრავი ადამიანი იღუპება...“ - თურქეთის მიწისძვრა ლელა კაკულიამ 14 წლის წინ იწინასწარმეტყველა

🔘„მოკლედ, რთული ამბავია... დანარჩენ ქართველებს, აუცილებელი ბოდიში გვაქვს ერთი კუთხისთვის მოსახდელი“ - რას წერს გიორგი კეკელიძე