Digest Logo

„ეს 5 წლის ზეჰრას ხელია, რომელიც მის მამიკოს უჭირავს ხელში... ვაი მის მამას, რა გამოიარა ამ საცოდავმა, მაგრამ იღბლიანმა კაცმა“ - დათო ლიკლიკაძე

1675689864
 დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე წერს და ემოციურ ფოტოს აქვეყნებს, სადაც 5 წლის ბავშვის ხელი მამას უჭირავს.

🎥 5 წლის ჰაზალისა და მაშველი ექიმების ემოციური საუბარი - „გცივა? მკლავი გაუხსენით.. გცივა? ცოტა ხმადაბლა მეგობრებო, ასე არაფერი გამოვა“

„ეს 5 წლის ზეჰრას ხელია, რომელიც მის მამიკოს უჭირავს ხელში.
ახლა ამოიყვანეს ნანგრევებიდან, სრულიად უვნებელი.
მამამისი ასე, მოკლე მკლავიანი მაისურით მთელი დღე იდგა თოვლსა და ქარბუქში და ნანგრევებში მოყოლილ ზეჰრას უმღეროდა, სასაცილო ამბებს უყვებოდა.
ახლა მამას მყარად უჭირავს შვილის ხელი.
მაინც ვაი მის მამას, რა გამოიარა ამ საცოდავმა, მაგრამ იღბლიანმა კაცმა“- წერს დათო ლიკლიკაძე. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

6 თებერვლის დილის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 337 ადამიანი დაიღუპა და 600-ზე მეტი დაშავდა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘რას ჰყვებიან თურქეთში მცხოვრები ქართველები - „მოვასწარით, რომ გამოვქცეულიყავით, 3 წუთში სახლი ჩამოინგრა“

🔘„ვხედავ, უამრავი ადამიანი იღუპება...“ - თურქეთის მიწისძვრა ლელა კაკულიამ 14 წლის წინ იწინასწარმეტყველა

🔘ინფორმაცია თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის