
ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა. მისი რჩეული 55 წლის ამერიკელი აგენტი დარენ პრინსია. თავად მომღერალი კი 28 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 26 წელია, რაც განხილვის საგნად იქცა ინტერნეტსივრცეში.
ნიშნობის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებში თავად გაავრცელეს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოების კრიტიკას ასაკობრივ სხვაობაზე ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ადამიანებს საკუთარ ცხოვრებაზე მეტად სხვისი ცხოვრება აინტერესებთ! თქვენი საქმე არ არის ნუცას ქმარი 26 წლით უფროსია თუ 27 წლით. მშვენივრად გამოიყურება კაცი! საქართველოში 30 წლის ბიჭები მელოტდებიან და დიდი ღიპებით დადიან. ან ემიგრაციიდან გაგზავნილი დედის ფულებით ცხოვრობენ. ქალი იმასთან უნდა იყოს ვისთანაც თავს კარგად გრძნობს.
ასაკი მხოლოდ ციფრებია. თუ სიყვარული გეწვევა და თავის მორევში ჩაგითრევს, 65 წლის კაცი 35 წლის ბიჭად
მოგეჩვენება. ვერ დაინახავ მის ნაოჭებს, ისინი მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილებაა და თან თუ ერთნაირი ემოციური ჭრილობები გაქვთ, უფრო ადვილად შეძლებთ მასთან ერთად შეხორცებას.
სიყვარული ისე გაბრმავებს რომ ყველაფერი იდეალურად გეჩვენება. ასე რომ, აცადეთ ამ ხალხს ერთად ყოფნა, ბედნიერება და ტკბობა.
გილოცავ! Congratulations! Long Live Love!“, - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით