მუსიკოსი ტარიელს სუარი და მსახიობი ია ფარულავა დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მათ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელეს:
„მეგობრებო მოხდა ისე, რომ მე და ია დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის შეურაცხყოფას შევარჩენ ვინმეს“, - დაწერა ტარიელ სუარმა.
ფაქტს თავის მხრივ გამოეხმაურა ია ფარულავა და აღნიშნა, რომ დაშორებაში ტრაგიკული არაფერია და ცხოვრება გრძელდება.
„ადამიანებმა მომწერეს წერილები იმ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც ტარიელმა გამოდო. ხო, რა, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, ვერაფერს ვერ ვიზამთ. არაფერი ამაში ტრაგიკული არ არის, ცხოვრება წინ მიდის“, – ამბობს ია ფარულავა.
დღეს უკვე ისევ მუსიკოსმა ტარიელ სუარმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც თავისი სამომავლო გეგმები გაასაჯაროვა:
„ერთი აზრი მომივიდა, რადგანაც საქართველოში აღარაფერი მაკავებს, ხომ არ დავბრუნდე გერმანიაში, ან ბრიუსელში, ჩემი საქმის ნავსაყუდელში? იქ სადაც არც ფესტივალების ორგანიზება მომიწევს სხვადასხვა რეგიონებში და არც პროდიუსერობა, არამედ მხოლოდ დაკვრა და ცხოვრება იქ, სადაც რეალურად ჩემი ხელოვნების ადგილია ?“, - წერს ტარიელ სუარი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: