სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსკა მჭედლიძე ფეისბუკის პირად გვერდზე საჯაროდ წერს ძალადობის შესახებ, რომელიც მისი თქმით, მამინაცვლის მამამ 9 წლის ბავშვზე განახორციელა.
მჭედლიშვილის პოსტის მიხედვით, მცირეწლოვანზე სისტემატურად ძალადობს კაცი, რომელსაც არასრულწლოვნის დედა ხელს აფარებს და ბავშვს ძალდატანებით ჩვენებას აცვლევინებენ.
„9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით, სახლში ძალით წაიყვანეს, ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესე იგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში, რუსთავის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ჩვენებაში ბავშვს დააწერინეს, რომ წაიქცა!
დედა, მოძალადე მამამთილს ხელს აფარებს და ბავშვს, ბავშვთა სახლში ჩაბარებით ემუქრება, ბავშვის მამა ციხეში ზის, თურმე მამინაცვალსაც უცემია ბევრჯერ და ბავშვს ეშინია, რომ მოკლავენ თუ რამეს იტყვის. გამანადგურა ამ ამბავმა, მეხვეწებოდა შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო“, - წერს რუსკა მჭედლიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: