Digest Logo

„საქმე რაჭველ კაცთან უნდა დაიჭირო და სასიყვარულო მეგრელთან“- რას წერს ნათია ფანჯიკიძე

1668156044
ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ტაქსიში გადამხდარ ისტორიას აქვეყნებს და წერს, რომ გუშინ ლეჩხუმელი ტაქსის მძღოლი შეხვდა.

„გუშინ კიდევ ლეჩხუმელი ტაქსის მძღოლი შემხვდა. როგორ გავიგე ეს ამბავი და ახლობელმა დამირეკა, საქმიანი შეხვედრა მთხოვა ერთ ბიჭთან. გვარი რაჭული აქვს იმ ბიჭს და აბა რას ვიზამ-მეთქი, საქმე რაჭველ კაცთან უნდა დაიჭირო და სასიყვარულო მეგრელთან-მეთქი.

ხოო, მეც მეგრელი მყავს ქმარიო, სერიოზულად დამეთანხმა. ამაზე ამიტყდა ორი საცობის გადალახვის სამყოფი სიცილი. სული რომ მოვითქვი, დინჯად მეკითხება ჩემი მძღოლი - ლეჩხუმელებმა რა ვქნათ, სადაა ჩვენი ადგილიო?

რაჭველი და ლეჩხუმელი რამ გაყო, მე ვუთხარი და დავძმობილდით. ვიხდი ფულს და ვცდილობ დავტოვო მეტი თანხა. რას შვებიო! არავითარ შემთხვევაშიო, მომაშორე აქედან ეს ზედმეტი რაცააო. ჰოდა „გავბრაზდი", ესე იგი საჩუქრებსაც აღარ იღებენ ჩემგან კაცები, ისე დავუშნოვდიმეთქი? (სილამაზის ცენტრში მივდიოდი). რას ამბობ, ეგ რა შუაშიაო. სანამ ულამაზესი არ ვაძახებინე და ფული ძალად არ შევჩურთე, არ დავთმე პოზიცია. მოკლედ, მარშრუტკები და მეტრო ხომ არის სავსე თავგადასავლებით, მაგრამ ტაქსით მგზავრობისასაც შეგიძლია შეთხზა ამბები“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ქალი რომ გასაჩენი იყოს, თორმეტივე ნეკნს ამოვიგლეჯდი და შევქმნიდი“ - რას წერს მიხეილ რამიშვილი

🔵მანანა არჩვაძემ შვილები საგვარეულო კოშკიდან გამოაგდო და ნივთები ქუჩაში გამოყარა - რა ხდება გამსახურდიების ოჯახში

🔵8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი