Digest Logo

„საშინელი შავი ბოლი და ერთ-ერთი გოგოს კივილის ხმა. მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. სრული შოკი გვაქვს მიღებული“ - რას წერს ქუთაისის ავარიის თვითმხილველი?

1688732163
 ავარია

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი მათგანი კი კლინიკაში ამ დრომდე რჩება. შემთხვევა 3 ივლისს, გამთენიისას მოხდა.

უმძიმესი ავარიის თვითმხილველი ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„პირველები შევესწარით მე და ჩემი ოჯახი ამ უბედურებას. წამებში გაქრა მანქანა. იმწამსვე ყველასთან ვითხოვეთ დახმარება 112-ის საშუალებით.

მაგრამ ამაოდ. ბარდიულზე ძლიერი შეჯახებით გამოწვეულმა ცეცხლმა 10 წუთში ფერფლად აქცია მანქანა.

ხეებში ჩაჩეხილი აყირავებული მანქანა, საშინელი შავი ბოლი და ერთ-ერთი გოგოს კივილის ხმა. მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება.

ნუთუ იმისთვის მოვაბრუნეთ ჩვენი მანქანა რომ ეს საშინელება მენახა. გოგოს სიკვდილამდე იმის განცდა მქონდა რომ ერთ-ერთი მაინც გადაარჩინა ჩვენმა ზარმა.

სრული შოკი გვაქვს მიღებული. ამდენი ადამიანი ცოცხლად დაიწვა ჩვენს თვალწინ.

ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უდიდეს ტკივილს. მარადიული სასუფეველი ჰქონოდეთ.

მე მუდამ ვილოცებ ამ ანგელოზების სულებისთვის. გემუდარებით იარეთ ნელა“, - წერს ნანა ლეჟავა.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შენ სულ ყვავილებით მილამაზებდი ლარნაკს... ახლა, ჩემი ჯერია“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს შეყვარებული ემშვიდობება

🔵🎥 „მეზიზღება ის დღეები, რომელიც უშენოდ გათენდება...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ავარიის დროს დაღუპული ბიჭის შეყვარებული

🎥 ნუცა სკანდალის შემდეგ, სატელევიზიო ეთერში პირველად გამოჩნდა - „დაბადების დღე იქნება თუ ქორწილი, სადაც არ უნდა გააკეთოს ჩემმა ახლობელმა, მე იქ ყოველთვის ჩავალ“