
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ 36 წლის გახდა, კიდევ ერთი, მესამე შვილის მოლოდინშია.
იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამჯერად მან გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა, სადაც დიზაინერ ანუკი არეშიძის კაბა მოირგო და შესანიშნავად გამოიყურება.
„დღეს ჩემ თავს საჩუქარი გავუკეთე. მითხრეს რომ გააჩენ გადავაკეთებთ ისე, რომ ატაროო“, - წერს ქეთევან ხატიაშვილი.
ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„ულამაზესი ხართ ქეთი“,
„ულამაზესი“,
„ულამაზესი ორსული“,
„საოცარ ფორმაში ხარ“,
„სასწაულად გიხდება ყველაფერი“, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: