ჟურნალისტი და ინფლუენსერი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და წერს, რომ „ვიზეარის“ პროექტით ქუთაისში დაფრინდა ბორტი, რომლის 200 მგზავრს წარმოდგენა არა აქვთ რომელ ქვეყანაში და ქალაქში არიან და მათ სამი დღე იმერეთი უმასპინძლებს.
„სასწაული რამ ხდება მეგობრებო. ამ წუთებში ქუთაისში დაფრინდა ბორტი, რომლის 200 მგზავრს (ბლოგერები, ჟურნალისტები, ინფლუესერები ) წარმოდგენა არა აქვთ რომელ ქვეყანაში და ქალაქში არიან. ეს არის ავიაკომპანია „ვიზიარის“ ცნობილი პროექტი - „დაიკარგე ვიზიართან ერთად“. სტუმრები მთელი მსოფლიოდან შეირჩნენ და ემირატებიდან გადმოაფრინეს ჩარტერით. მათ სამი დღე იმერეთი უმასპინძლებს. 30 მილიონი ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებს მათ მოგზაურობას.
DMO Imereti აბა თქვენ იცით!“ - წერს დათო ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: