24 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მომღერალმა დათუნა სირბილაძემ სოლო კონცერტი ჩაატარა, სახელწოდებით „აქ ემღერება გულს.“
იგი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და როგორც თავად წერს, ეს დღე სავსე იყო ემოციებით და მადლიერებით.
„გუშინდელ დღეს მართლაც იმდენ ხანს ველოდებოდი, სავსე ვარ ემოციებით, მადლიერებით და სიამაყით, რამდენი სითბო და სიყვარული ვიგრძენი თითოეული იმ ადამიანისგან ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყო. სწორედაც ამიტომ...
„აქ ემღერება გულს“ თქვენთვის და თქვენთან ერთად.
მადლობა ვინც დასწრება შეძლო და მადლობა მათაც ვინც ვერ შეძლო მოსვლა და მთელი გულით გვიგულშემატკივრა.
გულწრფელი მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებით საქართველოს და
თბილისის მერიას.
და კიდევ ერთხელ, გულითადი მადლობა ჩემს ერთგულ მსმენელს, იმისათვის რომ მაძლევთ უდიდეს ძალას და მოტივაციას“, - წერს დათუნა სირბილაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერიდე ემოციურ გადაწყვეტილებებს“ - 26 ნოემბრის კოსმოსური მოვლენები და ასტროლოგიური პროგნოზი
⭕„გაზის მიწოდება შეწყდება, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია“ - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს