30 ოქტომბერს პარიზმა ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებას - „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა, სადაც ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად იმყოფებოდა. ხვიჩამ ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა, ეს მისთვის დიდი წარმატებაა.
ამერიკაში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცას შესახებ პოსტს აქვეყნებს და მათ წყვილს, ბევრი და ლამაზი შვილების ყოლას უსურვებს.
„საყვარელი, ბუნებრივი, ლამაზი, ჯერ კიდევ ბავშვის ნაკვთები აქვს ამ ბავშვ-გოგონას!
სულ გვერდს უმშვენებდეს თავის შრომისმოყვარე მეუღლეს!
ბედნიერები ყოფილიყვნენ მუდამ, ჯანმრთელობა და გრძელი ტიტულოვანი კარიერა კვარას, ბევრი ლამაზი ბავშვები ჰყოლოდეთ!“,- წერს იუნა შაფათავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნიუ-იორკში სამაშველო ჯგუფს ხანძრის ნაცვლად ადგილზე ჰელოუინის დეკორაცია დახვდა