მომღერალი მალიბუ ტუღუში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს, საქართველოში ჩამოვიდა.
იგი „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ ესტუმრა, სადაც ზოგადსაკაცობრიო თემებზე ისაუბრა:
„გადატანითი მნიშვნელობით ცხოვრებაში მადას აღმიძრავს კარგი ემოციები.
მე ზოგადად ვთვლი, რომ ძალიან მეორეხარისხოვანია მატერია, ფული, ის, თუ რამდენი სახლი მაქვს, რამდენი მიდევს ანგარიშზე. გულწრფელად ვფიქრობ, რომ საბოლოოდ არაფერი მიგვყვება. როდესაც ბევრი წლის შემდეგ სამუდამოდ დავიძინებთ, მთავარია ის ემოციები, ის, თუ როგორ ვიცხოვრეთ, რამდენი ადამიანის გაბედნიერება შევძელით, რამდენად სწორად ვიცხოვრეთ.
ყოველთვის, როცა რაღაცის გაკეთებაზე ვფიქრობ, მაგალითად, უფრო მეტ წარმატებაზე, წარმოვიდგენ, რამდენად ბედნიერი იქნება დედა, ის ადამიანები, ვისაც მართლა ვუყვარვარ და უხარიათ ჩემი კარგი...
ემოციებია ჩემთვის ყველაფერი, მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი“, - ამბობს მალიბუ ტუღუში.
ასევე დაგაინტერესებთ: