
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„სანამ აუტანელია ჩვენთვის, რომ ყველა ადამიანი არის მოყვასი, ჩვენი ბუნება ადამიანური, დაცემული, ეგოისტური,
ტყვიის სქელ კედლად იქნება ჩვენსა და ღმერთს შორის და არანაირი რელიგიური ცხოვრება, არანაირი ევქარისტია, არანაირი გონებისმიერი ლოცვის მცდელობა ჩვენ არ გვიშველის, არაფერი არ გვშველის, ტყუილად ვართ ეკლესიაში და დავიღუპებით მარადისობაში - ეს მოხდება საბოლოოდ;
სილუან ათონელი პირდაპირ ამბობს - ადამიანში მადლის არსებობის უმთავრესი განმსაზღვრელი ის არ არის,
თუ რამდენი საათი ლოცულობს და რა სიხშირით ეზიარება(თუმცა რაც მეტს ლოცულობ და რაც ხშირად ეზიარები - მით უკეთესი).
არამედ ამას აქვს ერთი პირობა, თუ იმ პირობას შეასრულებ, რასაც ახლა სილუან ათონელი ამბობს - მადლის განმსაზღვრელი ჩვენში, არის მტრის სიყვარული“, - ამბობს თეოდორე გიგნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეძღვნება ჩემს მერი ბებოს, ღმერთმა იცის, როგორ ვნერვიულობ“ - რას წერს მალიბუ ტუღუში