საბერძნეთში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ქ.თესალონიკის ემიგრანტთა ჯგუფი“ ავრცელებს და სამძიმრის წერილსაც აქვეყნებს.
გარდაცვლილს სოციალურ ქსელში მეგობრები და ნაცნობები ემშვიდობებიან.
„გარდაიცვალა 56 წლის ასაკში ჩვენი ნატო, ერთი ცხოვრება გვაკავშირებდა აქ ემიგრაციაში. სამუდამოდ ინებე გადასახლება იმიერში, დაგვტოვე უამრავი ლამაზი მოგონებების ამარა და შენი ამქვეყნად უკვე აღარ ყოფნის გამოწვეული უსაზღვრო ტკივილით სიმშვიდე და საუკუნო სასუფეველი შენს ლამაზ ტანჯულ სულს. მოგვენატრები, უფლის ნებაა ყველაფერი და მისი ნებით ჩვენც იქ მოვალთ, როცა ამოვწურავთ ჩვენს მიწიერ მისიას. იძინე მშვიდად, თან მოგყვება ჩვენი გულწრფელი ცრემლები და შენი ოჯახის ტკივილით გამოწვეული თანაგრძნობა, უფალს ებარებოდეს შენი ტანჯული სრული ნატ.
საბოლოო გზაზე ვაცილებთ ჩვენს ნატოს შაბათს, 4 თებერვალს, საღამოს 8 საათზე. პანაშვიდი ორეოკასტრო მელინა მერკურის 9, პირველი სართული.
გასვენება 5 თებერვალს კვირას 12 საათზე პალიოკასტროში ეკლესია აგიო თანასიო“, - წერია განცხადებაში.
„ერთხელ ვნახე მხოლოდ, საერთო მეგობარმა მთხოვა ექიმთან წაგვეყვანა. მთელი გზა თავს ვიკავებდი, რომ არ შემემჩნია, როგორ განვიცდიდი მის ასეთ მდგომარეობას. როგორც კი გადავიდა, მანქანა ვერ დავძარი. ვეღარ გავუძელი და წამოვიდა ცრემლები თავისით. რატომ ხდება ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლის მოყვარული ადამიანების უდროოდ გარდაცვალებაა, რატომ... მშვიდად განისვენე (უცნობო) ძვირფასო ადამიანო.
ეს დღე არასოდეს ამოვა ჩემი გონებიდან, გისამძიმრებთ საუკეთესო მეგობრის გარდაცვალებას. თქვენ მისთვის ბევრი გააკეთეთ“.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵წყლის მომარაგება შეიზღუდება! - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
🔵დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება