Digest Logo

ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

1675402288
ჯემალ ღაღანიძე

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980) ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის…

ჩვენი უძვირფასესი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული ჰქონდა სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“).

გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.

ასევე  დაგაინტერესებთ👇

🔵„იძინე მშვიდად, თან მოგყვება ჩვენი გულწრფელი ცრემლები“ - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

🔵წყლის მომარაგება შეიზღუდება! - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

🔵დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება