Digest Logo

„სექტემბრის იმ დილასთან მივალ, როცა მამაჩემი ჩანთაში წიგნებს ჩამიწყობს და...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

1758085875
გიორგი კეკელიძე

ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე, მარიამ სოსელია, მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ პოეტი ხშირად უზიარებს საზოგადოებას გულწრფელ, ოჯახურ გარემოში გადაღებულ სასიამოვნო კადრებს. ამასთან იგი, საკუთარ საქმესაც არ ივიწყებს და პერიოდულად, წიგნებიდან ამონარიდსაც აქვეყნებს.

ამჯერად, გიორგის მორიგი სტატუსი მამას ეხება:

„ზუსტად ვიცი, წლების მერე, სექტემბრის მიწურულს, კომპიუტერთან  მჯდარი, მორიგი უმარილო გზავნილის შემოწმებისას, უცებ წამოვხტები და გავიქცევი. გადავირბენ ასფალტის სახურავიან სახლებს - მელოტ სახურავებზე შემორჩენილ თმებივით მოქანავე ანტენებით, გზებს, ნერვიულად მოძრავი მანქანებით, მანქანებს, საჭესთან ფიქრგაქცეული ადამიანებით და ადამიანებგაქცეულ ფიქრებს, მერე ღობეებს, და ღობისაქეთ გუბეებს და ღობისიქითაც გუბეებს, ოღონდ აქეთა გუბეებში მწოლიარე გოჭებით და იქითა გუბეებში დაფუშული ბურთებით, გადავირბენ აღმართებს და დაღმართებს და აღმართებს, გადავირბენ მთელ შემოდგომას, ზამთარს, გაზაფხულს, ზაფხულს და კიდევ შემოდგომას და კიდევ და კიდევ და სექტემბრის იმ დილასთან მივალ, როცა მამაჩემი ჩანთაში წიგნებს ჩამიწყობს და მე და მამა სკოლაში წავალთ“,- წერს კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ზღვაზე შტორმი, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება

⭕„ქართული ეშხი“ - მარიამ შენგელიას ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა

🎥 „თუ სიგიჟეა, ბოლომდე სიგიჟე უნდა იყოს“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი