Digest Logo

„სევდიანი ტექსტებით არ გამოვირჩევი, მაგრამ ახლა მიწევს...“ - თემო ნიქაბაძემ და გივი პაპავამ „კომედი გრუპი“ დატოვეს

1690785691
თემო და გივი

„გეეეეენაააცვააალეე“, „პრინცესების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარევ“, „დები კეკე და ნიცა“, „კაკოვიჩი“, „იშვიათი იმერლები“ , „ბადრი“ და „კომედი გრუპი“ - ეს იმ პროექტების და ფრაზების ჩამონათვალია, რითაც იუმორისტებმა თემო ნიქაბაძემ და გივი პაპამ მაყურებელს თავი დაამახსოვრეს.

თემო გივის გარეშე და გივი თემოს გარეშე წარმოუდგენელია, რადგან საზოგადოებისთვის ეს ორი ადამიანი ყოველთვის დუეტში მოიაზრება. 

30 ივლისს მათ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ „კომედი გრუპი“ დატოვეს.

„სევდიანი ტექსტებით არ გამოვირჩევი მაგრამ ახლა მიწევს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „კომედი ჯგუფს“ ამ საოცარი 7 წლისთვის და ჩემი ოცნების ახდენისთვის, ეს პერიოდი არასდროს დამავიწყდება.მადლობა იმ შანსისთვის რაც მომეცით ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად.ამ ეტაპზე კომედი ჯგუფში აღარ ვიქნები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისევ შევხვდებით,მიყვარხართ და გაფასებთ ყველას. 
ასევე დიდი მადლობა ხალხო, თქვენ ამხელა სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობ ქუჩაშიც და სმსებშიც, მარტო როცა ვრჩები, ბევრჯერ მიფიქრია თუ რამხელაა ბედნიერება ეს ჩემთვის, თქვენმა ამ სიყვარულმა ბევრი რთული მომენტი გადამატანინა, მიყვარხართ და მალე ბევრი სიახლეს შემოგთავაზებთ...“, - წერს ნიქაბაძე.

ხომ გითხარით დუეტში არიან-მეთქი, ჰოდა თემოს შემდეგ პოსტი პაპავამაც დაწერა:

„მოკლედ, 7 წლის განმავლობაში ვიყავი ძალიან ნიჭიერი და ძალიან მაგარი ჯგუფის, კომედი ჯგუფის წევრი, 7 წლის განმავლობაში მივიღე თითოეული ჯგუფის წევრისგან დიდი გამოცდილება და სიყვარული ეს 7 წელი ჩემს ცხოვრებაში იყო არის და ყოველთვის იქნება ყველაზე ბედნიერი,ყველაზე წარმატებული წლები,ამ წლების განმავლობაში კომედი ჯგუფისგან მივიღე უდიდესი გამოცდილება და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ჯგუფის და იმ საქმით, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი ამ ადამიანებთან ერთად დავიმსახურე ხალხის სიყვარული, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველაფრისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით მთლიან კომედი ჯგუფს, მადლობა უდიდესი გამოცდილებისთვის, მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა თითოეული დღისთვის, რაც თქვენთან ერთად გავატარე, ამ 7 წლის განმავლობაში, დღეიდან აღარ ვიქნები ამ ჯგუფის წევრი, მაგრამ ვიყავი,ვარ და ყოველთვის ვიქნები თქვენი მეგობარი, ბევრი კარგი რამის თქმა მინდა, გისურვებთ უდიდეს წარმატებას“, - წერს პაპავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სოხუმსა და ცხინვალს ვინ ჩივის ბათუმია დასაბრუნებელი“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

🔵 „ბედნიერებაა თქვენი ყურება“ - ირაკლი მაქაცარია ოჯახთან ერთად ისვენებს

🔵 🎥 „მთელი ნიუ-იორკი ფეხზე დააყენა, შემდეგ კი ცოლად მომიყვანა“ - გაიცანით ქალი, რომელიც საქართველოსთან, შვილთან და ოჯახთან 10-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში პირველად დაბრუნდა