Digest Logo

🎥 4 გეომაგნიტური დღე, სავსემთვარეობა, ურანის ტყუპების ზოდიაქოში გადასვლა - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1751872487
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირა  (7-13 ივლისი) სავსეა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებით. გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი, რა დროსაც ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. 

გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში პლანეტა ურანი ტოვებს კუროს ნიშანს და 8 ნოემბრამდე ტყუპების ზოდიაქოში იქნება.

რას მოიტანს და რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება აღნიშნულ ასტროლოგიურ პროცესებს - ამ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და საზოგადოებას კვირის პროგნოზი გააცნო:

კვირა მნიშვნელოვანია, გამოიყენეთ მაქსიმალურად. კარგი შანსების და შესაძლებლობების პერიოდია. 

დედამიწა ჯერ კიდევ დადებით ენერგოველშია, თუმცა იქნება პატარა ცვლილებები ამინდთან დაკავშირებით და მოემზადეთ! სერიოზულად დაცხება. უცებ შეგუება ტემპერატურასთან ზოგს უჭირს, ამიტომ გაითვალისწინეთ.

გაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი.  ამ დღეებში განსაკუთრებით აკონტროლეთ წნევა. 

დღეიდან 8 ნოემბრამდე ურანი გადადის ტყუპებში, ეს ტესტური პერიოდია.

8 ნოემბრიდან უკან, კუროში დაბრუნდება, აპრილამდე, შემდეგ კი 7 წლით გადავა ისევ ტყუპების ზოდიაქოში.  ახლა გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ რა ცვლილებებს მოიტანს ურანი. ურანი არის ცვლილებები, რეფორმა. მოსალოდნელია ცვლილებები პოლიტიკაში, სპორტში, საგანმანათლებლო სივრცეში, ჟურნალისტიკაში, ტექნოლოგიებში, ტურიზმში. 

ცვლილებები ასევე მოსალოდნელია ოჯახის წევრებთან, დებთან, ძმებთან, მეზობლებთან. დროა ახალი ურთიერთობის, კომუნიკაციის, კონტაქტების. 

სავსემთვარეობა გვაქვს 11 რიცხვში, პარასკევს. 10-ში უფრო მეტად იქნება საგრძნობი სავსემთვარეობის გავლენა. სავსე მთვარე არის კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქურ ღერძზე. კუჭ-ნაწლავს მიაქციეთ ყურადღება, სწორად შეარჩიეთ საკვები, ნუ აწევთ სიმძიმეებს. 

10-11 რიცხვი კარგია მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„აბა, შევესიეთ ქართველები...“ - Sporting CP გიორგი ქოჩორაშვილის ახალი ფოტოები გაავრცელა

🎥 „მთავარი თემა ურთიერთობებია, დაიცავით პირადი სივრცე და სწორი დამოკიდებულება გქონდეთ მეორე ნახევართან“ - 7 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„დედამისის თვალები აქვს, უსაყვარლესი“ - ნინო მუმლაძე შვილის ახალ ფოტოებს ავრცელებს