Digest Logo

შალვა ამონაშვილი 94 წლის გახდა - „შევნატრი მის სიცოცხლის მოყვარეობას, სიბრძნეს“

1741428456
შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ერთ-ერთი დაფასებული ადამიანია ბავშვთა განათლებისა და აღზრდის სფეროში, რომლის ლექციებს უამრავი პედაგოგი და მშობელი მუდამ ინტერესით ელის.

შალვა ამონაშვილი დღეს, 8 მარტს 94 წლის გახდა. იუბილეს სოციალურ ქსელში თამრიკო სხვიტარიძე ემოციური სიტყვებით ულოცავს:

„დღეს ამ ბიჭის დაბადების დღეა!

94 წლის გახდა, მაგრამ 49-ისას უფრო ჰგავს.

შევნატრი მის სიცოცხლის მოყვარეობას! შევხარი მის სიბრძნეს! მიყვარს, რადგან:

მადლიერია იმისა რაც აქვს,
ყოველდღე აუმჯობესებს საკუთარ თავს,
კეთილაზროვანია,
ყველა უყვარს უპირობოდ,
მშრომელია,
სიხარულის მატარებელია,
ყველას ყველაფერი აპატია,
გმირულად სძლევს პრობლემებს,მიზანდასახულია, ჯანმრთელია და ღმერთთან მოსაუბრეა!

ყველას გილოცავთ, ვინც იცნობთ, მის დაბადების დღეს“, - წერს თამრიკო სხვიტარიძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გავაგრძელოთ ბარიერების გარღვევა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთად წარმატებისკენ სვლა“ - ნუცა ბუზალაძის მილოცვა ქალებს

„სამყარო ულამაზოა, უმოტივაციო, უინტერესო, უსიცოცხლოა ქალის გარეშე...“ - გია მურღულიას მილოცვა ქალებს

🎥 ქეთი ხატიაშვილი ორსულადაა - კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან