Digest Logo

„შეძლო ჩემში გაეღვიძებინა ის მიძინებული, ღრმად დამარხული უნარები და თვისებები რაც აუცილებელი იყო, რომ ექიმად შევმდგარიყავი“ - ალექსანდრე გოგინავა თენგიზ ცერცვაძეზე

1756543422
ალექსანდრე გოგინავა

ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 2024 წლის პირველ აგვისტოს გარდაიცვალა.

თენგიზ ცერცვაძე 76 წლის იყო.

თენგიზ ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი იყო. 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

გარდაცვლილს  სოციალურ ქსელში ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა იხსენებს:

„ბევრჯერ ვცადე, თუმცა ვერასდროს შევძელი ჩემი ემოციის გადმოცემა, სულ მეგონა რომ სწორ დროს შევარჩევდი, თუმცა კარგი დროის შერჩევისას საუკეთესო მომენტი გავუშვი ხელიდან, სამწუხაროდ არც დროის მანქანა მაქვს რომ უკან დავბრუნდე დაა ჩემი გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას, მაგრამ რომც მქონდეს, არ ვიცი რამდენად მეყოფოდა გამბედაობა და სწორად შევარჩევდი სიტყვებს, ალბათ ვერ მოვახერხებდი, ახლაც რთულია, მაგრამ უნდა ვცადო, უნდა დავწერო ადამიანზე, რომლის დამსახურება ქართული მედიცინის წინაშე უსაზღვროა, ამის შესახებ ყველამ კარგად ვიცით, ბევრი თქმულა, დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, თუმცა მე მინდა ჩემი როგორც ერთი ადამიანის ცხოვრებაში შეტანილ მის წვრილზე ვისაუბრო, რადგან მან ჩემში ექიმი ბევრად ადრე დაინახა ვიდრე ამას მე თვითონ შევძლებდი.

ჩემი უამრავი მანკიერი თვისების: არაორგანიზებულობის, მეოცნებე, მეამბოხე ხასიათის, უდისციპლინობის, გათვალისწინებით რთულია დაიჯერო, რომ ექიმობა სწორი არჩევანია, ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ექიმობას შევძლებდი, ალბათ არც გამომივიდოდა, მაგრამ მე გამიმართლა, რადგან მოვხვდი ადამიანთან, რომელმაც ამ ყველაფრის მიღმა დაინახა ის, რასაც ახლაც ვერ ვარქმევ ზუსტად სახელს, მან შეძლო ჩემში გაეღვიძებინა ის მიძინებული, ღრმად დამარხული უნარები და თვისებები რაც აუცილებელი იყო, რომ ექიმად შევმდგარიყავი, ხშირად მიფიქრია, რომ არა მის მიერ ჩემს მიმართ გამოვლენილი უპირობო ნდობა, მე ვერ შევძლებდი ექიმობას, მისი მომავლის განჭვრეტის უნარი ხშირად გამხდარა აღფრთოვანების მიზეზი.

ყოფილა მომენტი, როდესაც მიგრძნია, რომ მას უფრო სჯეროდა ჩემი ვიდრე მე საკუთარი თავის, რაც მიბიძგებდა, რომ მეტი და მეტი მემუშავა და გამემართლებინა უპირობოდ გაცემული ნდობა, ალბათ ყველაზე დიდი ხიბლი მასთან მუშაობის გახლდათ ის, რომ მთავარი ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო თავისუფალი აზროვნება, დოგმებისგან და სტერეოტიპებისგან დაცლილი მედიცინა.

მადლობა ბატონო თენგიზ, მადლობა, რომ დამეხმარეთ საკუთარი თავის პოვნაში!“, - წერს ალექსანდრე გოგინავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მთელი გუშინდელი დღე სპექტაკლი იყო, არ ვიჯერებთ შენს არ ყოფნას“ - გიორგი გასვიანი გარდაცვლილ ოთო ქათამაძეზე

🎥 „ჩემი პირველი ქალიშვილი...“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ხატიაშვილი

„ჩემი პირადი ზარმაცა“ - ნინი შერმადინი შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს