ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში ანა ბარბაქაძის მიმართვას ეხმაურება და სააგენტო ambebi.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
ხაზარაძის თქმით, მას ბარბაქაძის სიტყვები ემოციურად არ ეხება, თუმცა მედიის მხრიდან მსგავსი თემებით მანიპულირება და მსგავსი ნიუსების ტირაჟირება მასში მხოლოდ გაბრაზებასა და წყენას იწვევს:
„ჩემზე რაც გინდათ, წერეთ მაგრამ შეეშვით მამაჩემს, რომელიც დაახლოებით სამი წელია გარდაიცვალა. 2026 წელს სამსახურის დაკარგვას, საიდანაც მე თავად წამოვედი ნუ აბრალებთ იმას, რომ მამაჩემი ოდესღაც მე ჩავაბარე „როგორც ჯართი“, გადავაგდე და დავტოვე უპატრონოდ“, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.
ცნობისთვის, ნანიკო ხაზარაძემ რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა, რამაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქალღმერთი ხარ...“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე