
ქალების მიერ ასაკით დიდ მამაკაცზე დაქორწინებას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს და ეს არჩევანი ინდივიდუალური მიზეზებითაა განპირობებული. თუმცა არსებობს ზოგადი ტენდენციები და ფსიქოლოგიური, სოციალური ან ეკონომიკური მიზეზები, რომლებიც ამ არჩევანს ხსნის: სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძიება, ემოციური სიმწიფე, მამობის ფიგურის როლი, სოციალური სტატუსი და გავლენა, სიყვარული და ჰარმონია, სხვა.
ნუცა ბუზალაძის მის მუსიკალურ აგენტზე დანიშვნას, დიდ ვნებათა ღელვა მოჰყვა სოციალურ ქსელებში, რადგან წყვილს შორის 26-წლიანი სხვაობაა. ხოლო ნუცას ერთ-ერთ გადაცემაში ასაკით დიდ მამაკაცზე დაქორწინების შესახებ გამოთქმული მოსაზრება შეახსენეს, სადაც იგი კატეგორიულად უარყოფდა მსგავს სცენარს მის ცხოვრებაში.
აღნიშნულ კრიტიკას ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„წლების წინ სანამ ალექსანდრეს მეუღლე გავხდებოდი, გეფიცებით მეც ასე ვფიქრობდი.
ჩემხელა პოსტი გამოვაცვხე ამ თემაზე და ყველა ქალი მიწაში ჩავდე, ვისაც ასაკით უფროსი ქმარი ჰყავდა.
ისიც კი მახსოვს რა დავწერე, ნეტა რა მოსწონთ ბებერ ხორცში-მეთქი. საშინლად უგუნური ვიყავი.
მერე ცხოვრებამ ისე შემომიტრიალა, რომ თავად გავყევი ასაკით უფროსს კაცს. ასე რომ, არასოდეს თქვათ, არასდროს.
დღემდე ამ კაცის ცოლი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.
რა გვაჩერებს ერთად? არ დამიჯერებთ რომ გითხრათ, სიყვარული და მიჯაჭვულობა.
ბევრი იტყვის ფულიო, მაგრამ არ დაგეთანხმებით! ფული მიდის და მოდის, ასე რომ მთავარი გაგებაა, სულიერად ჰარმონიაში ყოფნა და პატივისცემა.
ვიცი ჩემზეც ამბობთ რომ მამის ხელა კაცთან ვარ, მაგრამ ჩვენს ფოტოებს რომ ვუყურებ, შევეფერებით ერთმანეთს.
საერთოდ არ ჩანს ასაკის სხვაობა.
ასე რომ, შეგვარგეთ მე, ნუცას, ალექსანდრას, თიკას ეს ჩვენი ბებერი ქმრები და თქვენ გყავდეთ ახალგაზრდები, „ახალი ხორცით“,- წერს ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი.