გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:
1. ჰორმონალური კონტრაცეპცია პოტენციურად ამაღლებს დეპრესიის რისკს. ესაუბრეთ ამაზე თქვენს გინეკოლოგს.
2. ველოსიპედზე ხშირად და არასწორად ჯდომამ შეიძლება ნეგატიური ეფექტი იქონიოს სპერმის ხარისხზე.
ფრთხილად, თუ ბავშვს გეგმავთ!
3. ჭარბი ოფლიანობისას (ჰიპერჰიდროზი) სალბის - Salvia officinalis ნაყენს/პრეპარატებს პოზიტიური მოქმედება აქვთ.
4. ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ბევრი ვარიანტი არსებობს: მედიკამენტური, ქირურგიული და ფსიქოლოგიური.
5. გინეკოლოგთან მინიმუმ წელიწადში ერთხელ მისვლა აუცილებელია.
6. ერექციის პრობლემები იმაზე მეტად გავრცელებულია, ვიდრე გვგონია. ეს არ არის არც სირცხვილი, არც განაჩენი.
ყოველთვის ღირს ექიმთან და/ან ფსიქოლოგთან კონსულტაცია. პრობლემის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ფსიქოლოგიურია და განკურნებადი.
7. ტუბერკულოზი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამწუხაროდ დღემდე აქტუალური პრობლემაა. თუ ბრონქიტი/პნევმონია კლასიკური ანტიბიოტიკების მიღების მიუხედავად არ დაცხრა და ხველა დარჩა, ღირს ტუბერკულოზზე დაფიქრება და ტესტი.
8. შფოთვა და დეპრესია სისხლის ანალიზში არ ჩანს,
9. არც ტვინის ტომოგრაფიაზე, ნუ ყრით ფულს!
10. არ არსებობს საკვები, რომელიც დეპრესიას ან შფოთვას კურნავს, არ მოტყუვდეთ!
11. მოზარდებს, რომლებიც თამბაქოს პროდუქტებს ხმარობენ, აქვთ სტატისტიკურად აწეული რისკი დეპრესიის ან/და შფოთვითი აშლილობის განვითარების.
12. თუ იღებთ რკინის პრეპარატებს ბუნებრივია განავლის მუქი, მოშავო შეფერილობა.
13. ორგანიზმი აქტიურად იცავს თავს რკინის ზედოზირებისგან და აფერხებს რკინის შეწოვას. შესაბამისად ჭკვიანური და გერმანიაში უკვე მიღებულია რკინის პრეპარატების მიღება არა ყოველ დღე, არამედ დღეგამოშვებით.
14. თუ გქონდათ დაუცველი სექსი, ავტომატურად დაიტესტეთ სქესობრივ დაავადებებზე, რადგან მათ ხშირად არანაირი სიმპტომი არ ახლავს თან და არც არავის ეტყობა, რომ ქლამიდია, სიფილისი თუ აი-ვირუსი აქვს.
15. სადაც აკრძალულია სექსი და ძალიან მკაცრია შესაბამისი ნორმები, იქ იბადება ყველაზე ხშირად ნაკლებად ჯანსაღი ალტერნატივები, მაგ. ზოოფილია, ანუ სექსი ცხოველებთან.
16. სექსის აკრძალვა ზოგადად არ გამოვა.
ის ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, არქაული, ბუნებრივი ძალაა. ზუსტად რომ ცელიბატია მსოფლიოს ეკლესიებში პედოფილიის წამყვანი მიზეზი.
17. მეტადონის „ჩამოსხმა“ ფსიქოთერაპიის გარეშე დიდ წარმატებას ვერ მოუტანს პაციენტს.
18. ანტიდეპრესანტებიც ათხელებენ გარკვეულწილად სისხლს. მაღალია სისხლდენის რისკი, თუ დამატებით იღებთ უშუალოდ სისხლის გამათხელებლებს. ამაზე აუცილებლად დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს.
19. ბოლო მონაცემებით ჩანს, რომ კრეატინის მიღება არა მარტო კუნთებს უხდება, არამედ კოგნიტიურ, ანუ ტვინის ფუნქციებსაც. რეკომენდებული დოზა 3 გრამი დღეში.
თირკმლის პაციენტებმა თავი შეიკავეთ!
20. როგორ გგონიათ „ქალიშვილობის“ ომბუდსმენებს: თუ ანალური სექსი გექნებათ, ქალიშვილი დარჩებით/ დარჩება გოგო?“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფულის და დოკუმენტების დაკარგვა, უსიამოვნებები მგზავრობისას“ - 24 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით