Digest Logo

„შეიცვალა საგადასახადო კანონი! აღარ იძლევა უფლებას...“ - ინფორმაცია იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის!

1770193203
ნინა მამუკაძე-სორდინი

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ქართულ-იტალიური მედიამაუწყებლის ERMES TV-ის დამფუძნებელი ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომლებიც ამჟამად იტალიაში მუშაობენ და ცხოვრობენ.

მისი თქმით, შეიცვალა ადგილობრივი საგადასახადო კანონი, რის მიხედვითაც, საქართველოში მცხოვრებ ოჯახის წევრებს, როგორც თქვენს კმაყოფაზე მყოფ პირებად ვეღარ დაარეგისტრირებთ:

„იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის!

შეიცვალა საგადასახადო კანონი!

აქამდე, საქართველოს მოქალაქეს (და სხვა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის), რომელიც იტალიაში ლეგალურად ცხოვრობდა, 7 30-ს შევსებისას, უფლება ჰქონდა, საქართველოში მცხოვრები ოჯახის წევრები, თავის კმაყოფაზე დაეფიქსირებინა და მიეღო მთელი რიგი ფინანსური შეღავათები.

ცვლილება აღარ იძლევა უფლებას, ახალი წლიური დეკლარაციის, 730-ის შევსებისას საქართველოში მცხოვრები ოჯახის წევრები დაარეგისტრიროთ, როგორც თქვენს კმაყოფაზე მყოფი, რაც არ უნდა დაბალი შემოსავალი ჰქონდეთ მათ.

საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხართ იტალიის, ან ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქე, ან ოჯახის წევრები ცხოვრობენ იტალიაში ან ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყანაში“, - წერს ნინა მამუკაძე-სორდინი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სიყვარული არ არის ფლობა ან სურვილი, მოითხოვს ეგოს ნაზად გაშვებას და იმის მშვიდ გაცნობიერებას, რომ ჩვენ არასდროს ვართ ჭეშმარიტად მარტო“ - თამარ კვარაცხელია

„დაგიბრუნდებათ მოულოდნელი საჩუქრების, ბონუსების, ფასდაკლებების სახით...“ - „ჩეკების დაწვის“ რიტუალი თამუნა იოსელიანისგან

„მიიღებთ აღიარებას, ტაშს და შექებას... ხალხი თქვენს მხარესაა, ლიდერი ხართ“ - 4 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი