მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც „ჩეკების დაწვის“ რიტუალს გვიზიარებს.
მისი თქმით, ცოტა ადამიანმა იცის, მაგრამ ქვითრები შეიცავს ძლიერ ფულად ენერგიას და თუ მას სწორად გამოვიყენებთ, ის დაგიბრუნდებათ მოულოდნელი საჩუქრების, ბონუსების, ფასდაკლებების და სხვა სასიამოვნო ფინანსური სიურპრიზების სახით:
„ჩეკების დაწვის“ რიტუალი - თებერვლის ფულადი თარიღები:
ინახავთ თუ არა თქვენს შესყიდვის ქვითრებს?
ცოტა ადამიანმა იცის, მაგრამ ქვითრები შეიცავს ძლიერ ფულად ენერგიას და თუ მას სწორად გამოვიყენებთ, ის დაგიბრუნდებათ მოულოდნელი საჩუქრების, ბონუსების, ფასდაკლებების და სხვა სასიამოვნო ფინანსური სიურპრიზების სახით.
როგორ შევასრულოთ რიტუალი:
აიღეთ პატარა ჩანთა ან ყუთი, სადაც მოათავსებთ ყველა თქვენს ქვითარს მაღაზიის, გადახდის, მგზავრობის ბილეთებს და ყველაფერს, რაც ფულადი ხარჯის დამადასტურებელია.
მნიშვნელოვანია: გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი ქვითრები, არა ქმრის, შვილების ან პარტნიორის.
მითითებულ დღეს დაწვით ქვითრები ცეცხლგამძლე ჭურჭელში, კარგად განიავებულ ოთახში ან გარეთ.
ფულადი თარიღები და დრო (24-საათიანი ფორმატი):
5 თებერვალი
11:00 – 13:00
19:00 – 21:00
11 თებერვალი
15:00 – 19:00
17 თებერვალი
13:00 – 15:00
ჩეკების დაწვისას სამჯერ თქვით:
„ჩეკებს ვწვავ - სიმდიდრეს ვიზიდავ.
ჩეკებს ვწვავ - სიმდიდრეს ვზრდი.
ჩეკებს ვწვავ - სიმდიდრეს ვაძლიერებ.
ჩემს საკეთილდღეოდ.
ყველას საკეთილდღეოდ.
ჭეშმარიტად!“.
ფერფლი უნდა დაიმარხოს მიწაში (ქვიშაში, თოვლში) ან ქარში გაიფანტოს.
რჩევა: რიტუალამდე წინასწარ შეაგროვეთ ქვითრები და შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდით, რა ფორმით ბრუნდება ფული.
დაე, თქვენი ფინანსები გაიზარდოს და გამრავლდეს!“, - წერს თამუნა იოსელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: