Digest Logo

„შეჯამება იმ დღეების გამოკლებას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე შეკრებას...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე ფერისცვალების დღესასწაულზე

1787140341
გიორგი კეკელიძე

19 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობს - აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს მწერალი და ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს და საკუთარ ემოციებს გვიზიარებს:

„ფერისცვალება დადგა. ჩემი მთავარი დღესასწაული.

განა არ ვიცი, რომ ადამიანი საკუთარ წარსულს ეყრდნობა, გუშინდელი დღეების ჯამია და სხვანი, მაგრამ ხშირად ეს შეჯამება იმ დღეების გამოკლებას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე შეკრებას.

ეგრე მგონია და კიდევ ის, რომ გუშინდელი დღის არდაზუთხვით ვვითარდებით, უცხო გზაზე სიარულით და ხელახლა დაბადებით. მტკივნეული დაბადებით. იმ დაბადებით, როცა დაბადებულს სტკივა, რადგან თვითონვეა დამბადებელი.
ფერისცვალების მთავარი არსიც ესაა.

ამადაც გვეშინია ფერიცვალების – მწიფე ზაფხულის ჩამავალ მზესავით მობერებულ, უფორმო სხეულიდან გამოსვლა და სხვაგან გადაბარგება გვიჭირს. არადა, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა – ადამიანად ყოფნის საუკეთესო ნიშანი.

კი, ძველის მიტოვება ტკივილს გულისხმობს – შეჩვევის და სითბოს დაკარგვის, ახლის მიღების, უცხოს და რთულის შიშს. მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ან არის და უკან მიდის.

სანამ ცოცხალი ვართ, ამის ძალა მაქვს და გაქვს. ამიტომაც ამბობენ მკვდრებზე კარგს ან არაფერს და ცოცხლებზე - ყველაფერს.

ამას გვკარნახობს ფერისცვალება. მხოლოდ ცოცხლების დღესასწაული“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დაასახელეთ ერთი საქმე, რომლის წარმატებით დასრულებაც დღეს გსურთ...“ - როგორ გავიაქტიუროთ 19 აგვისტოს ენერგია

⭕„ფერისცვალების დღეს, შენს წინაშე ვტოვებ ჩემს ძველ ცხოვრებას...“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

🎥 „ბობოქარი სერიების პარალელურად, იყო პროცესი, როდესაც გავიარე ტკივილიანი ცხოვრება...“ - „შუა ქალაქის“ მსახიობები საკულტო სერიალის გადაღებებსა და ცხოვრების მძიმე მომენტებზე