Digest Logo

„შემიძლია მოგიყვეთ, როცა ძალიან ვიღლებოდი, როგორ მაყენებდა ფეხზე მისი პატარა თითები...“- ხატია სიჭინავას ემოციური პოსტი შვილს

1715780937
ხატია სიჭინავა

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა „ინსტაგრამზე“ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილს, პატარა მიქაელს უძღვნის, რომელიც ცოტა ხნის წინ 4 წლის გახდა.

ასევე იგი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ დედა-შვილი დროს ერთად ატარებს.

„ჩემი პატარა სამყარო.

მე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო ჩვენს შეხვედრაზე და განვლილ გზაზე, რომელიც ხელჩაკიდებულმა გავიარეთ.

შემიძლია დეტალურად გადმოგცეთ თითოეული მისი ნაბიჯი დაბადებიდან დღემდე.

შემიძლია მოგიყვეთ, როცა ძალიან ვიღლებოდი, როგორ მაყენებდა ფეხზე მისი პატარა თითები, რომელიც ჩემს ხელს ეხებოდა.

შემიძლია მოგიყვეთ როგორ დავიფერფლე და ავღსდექი საკუთარი ფერფლიდან ფენიქსივით.

შემიძლია მოგიყვეთ რა რთულია გზის გავლა, რომლის ბოლო ჰორიზონტზეც არ ჩანს...

მაგრამ მე გეტყვით, რომ ყველაფერს შეძლებთ თუ ღმერთს და საკუთარ თავს დაუჯერებთ.

თუ ძალიან დაღლილზე წამოდგებით და გზას განაგრძობთ, რადგან მიზნამდე ერთი ნაბიჯი გაშორებთ.

თუ უბრალოდ დაიჯერებთ , რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება “,- წერს ხატია სიჭინავა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by 𝓴𝓱𝓪𝓽𝓲𝓪.𝓼𝓲𝓬𝓱𝓲𝓷𝓪𝓿𝓪 🇬🇪 (@khatia.sichinava)

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by 𝓴𝓱𝓪𝓽𝓲𝓪.𝓼𝓲𝓬𝓱𝓲𝓷𝓪𝓿𝓪 🇬🇪 (@khatia.sichinava)

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რომელი ნივთები გვიშლის ხელს ჩაძინებაში და რატომ არ არის სასურველი მათი საძინებელში მოთავსება - ფენშუის სპეციალისტების რჩევები

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რამდენიმე კვირაა, ახალი პლატფორმის შექმნაზე მუშაობს

⭕„მას ვკარგავთ სამწუხაროდ...“- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება